17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
დღეიდან მედიასთან "გირჩის" შიდა კონფლიქტზე საუბარი ჩვენი მხრიდან იქნება შეწყვეტილი - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩი" პარტიაში არსებულ კონფლიქტზე მედიასთან საუბარს წყვეტს და თემის განხილვა მხოლოდ პარტიის მხარდამჭერების ფეისბუკჯგუფებში მოხდება. ამის შესახებ დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

"დღეიდან მედიასთან "გირჩის" შიდა კონფლიქტზე საუბარი ჩვენი მხრიდან იქნება შეწყვეტილი. გირჩი გააგრძელებს მხოლოდ თავის შიდა წრეში, ვირტუალურ ფეისბუკჯგუფებში განხილვას, როგორც კი ჩამოვყალიბდებით, თქვენ ყველაფერს გაიგებთ," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ "გირჩის" ლიდერმა და პარტიული სიის პირველმა ნომერმა ზურაბ ჯაფარიძემ გამოაქვეყნა ფეისბუკპოსტი, სადაც ის ამბობდა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. კონკრეტული მიზეზი არცერთ მხარეს არ დაუსახელებია, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ ეს პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდება.

დღის ამბები