რა ახალი მოთხოვნით მიდის ოპოზიცია დიალოგის მესამე რაუნდზე?! - ლიდერებმა საბოლოო პოზიციები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეაჯამეს.
დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ელჩებისთვის წარდგენილ წერილობით დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პლებისციტის ჩატარებას ეხება. სწორედ პლებისციტით უნდა გაირკვეს მოსახლეობის განწყობა ხელახალი არჩევნების თემაზე.
"პლებისციტი რა არის?! - პლებისციტი არის, როდესაც ჩიხია და მოდი ვკითხოთ ხალხს, და მე არ მეგულება დედამიწის ზურგზე პოლიტიკოსი, რომელიც გაბედავს და იტყვის, როდესაც ჩიხია, ვინც არის ძალაუფლების წყარო, ანუ ხალხი, მოდი ვკითხოთ იმას.
ერთადერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტი არსებობს, როდესაც ერთმანეთს შუბლით ეჯახები და გამოსავალი არ არის, უნდა გაიხედო გვერდზე და თქვა, მოდი, აბა, ხალხმა გადაწყვიტოს," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.