"დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" მთავრობას მიმართავს. მთავარი მოთხოვნა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზნობრიობის დასაბუთება და ინფორმაციის გასაჯაროებაა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების ნაწილი კითხვებს აჩენს.
"შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია არ არის პარლამენტში, საპარლამენტო კონტროლი პრაქტიკულად არ არსებობს. იმისთვის, რომ იყოს საზოგადოების მხრიდან მისაღები ეს შეზღუდვები და მეორე მხრივ, რომ მთავრობამ იმუშაოს გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, აუცილებელია, რომ მთავრობამ განმარტოს თითოეული შეზღუდვის შემოღება," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსის" თავმჯდომარე ეკატერინე ციმაკურიძე.