"გირჩის" გაყოფის დაანონსებიდან მე-4 დღეს ლიდერებმა აღარ, თუმცა პარტიის წევრებმა ღიად დაიწყეს საუბარი, რა გახდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების მიზეზი. "გირჩის" წევრთა ნაწილმა მიმდინარე პროცესი იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის მხრიდან პარტიის უზურპაციის მცდელობით ახსნა. მათ შორის დასახელდა წინასწარ შეთანხმებული წესების და პროცედურული სამართლიანობის უგულებელყოფა.
სამეულის უსამართლო დამოკიდებულება წევრების მიმართ დასახელდა პარტიაში შექმნილი ვითარების კიდევ ერთ მიზეზად.
ვახტანგ მეგრელიშვილმა თითქმის ორსაათიანი დისკუსიის დროს, რომელიც ონლაინსივრცეში გაიმართა, ის შემთხვევები გაიხსენა, როდესაც მას ჯაფარიძემ პარტიის დატოვება შესთავაზა, ან ამის შესახებ მიანიშნა. ბრალდებებს პარტიის უზურპაციის შესახებ კატეგორიულად უარყოფს ალექსანდრე რაქვიაშვილიც. მისი განცხადებით, გირჩის იდეაც ლიბერალური მმართველობა იყო, რის შენარჩუნებასაც მომავალშიც აპირებენ.
ამ დრომდე უცნობია როგორ მოხდება პარტიის რესურსების გაყოფა. სავარაუდოდ, დავის საგანი გახდება სახელიც, რომლითაც 2016 წელს "მემარჯვენე-ლიბერტარიანული" პარტია ჩამოყალიბდა.