კიდევ ერთი გზავნილი ეუთოსგან - ორგანიზაციის მოქმედი, ყოფილი და მომავალი თავჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
ეუთოს დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებები ირღვევა, ასევე, საუბარია ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე, თუმცა 3 გვერდიან დოკუმენტში ერთხელაც არ არის ნახსენები რუსეთი, განსხვავებით ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებიდან, რომელსაც 15 სახელმწიფო აწერს ხელს და რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.