რა მოთხოვნებზე შეჯერდა ოპოზიცია და აპირებს თუ არა დათმობებზე წავიდეს ხელისუფლება?! - ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ დღეს შედგება. მანამდე კი ოპოზიცია ხელისუფლებისთვის წარსადგენ შეთავაზებებზე მსჯელობდა.
შეთანხმება საიდუმლო იყო, თუმცა ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა მედიაში მაინც გავრცელდა - ხელახალი არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტმატიმრების გათავისუფლება.
ოპოზიცია გავრცელებულ დოკუმენტზე საუბრისგან თავს იკავებს. ისინი მორიგ შეხვედრაზე საკითხს დააყენებენ, რომ მათი მოთხოვნები გასაჯაროვდეს, რათა ამაზე სიღრმისეული ლაპარაკის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
"თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებსა და "ქართულ ოცნებას" შორის, ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდება," - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.