17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი საქართველოში ხვალ შემოვა

ჩინეთში მიმავალი პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი ქვეყანას 8 დეკემბერს დატოვებს და ახალქალაქში შეჩერდება.

თურქული პროდუქტით დატვირთული მატარებელი ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ჩავა, ამის შესახებ თურქული მედია წერს.

მათივე ცნობით, მატარებელი თურქეთის ქოჯაელის პროვინციაში მცირე ხნით გაჩერდა და შემდეგ საქართველოს მიმართულებით სვლა განაგრძო.

ბაკოთურქული მედია წერს, რომ ახალქალაქში გაჩერების შემდეგ, სატვირთო მატარებელი აზერბაიჯანში, შემდეგ ყაზახეთში, ბოლოს კი ჩინეთის ქსიანის პროვინციაში ჩავა. გეგმის მიხედვით, მატარებელმა 8 693 კილომეტრი 12 დღეში უნდა დაფაროს.

დღის ამბები