17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში ამ დროისთვის  14 300-ზე მეტი განაცხადია შესული

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში ამ დროისთვის  14 300-ზე მეტი განაცხადია შესული. ამის შესახებ ფინანსთა უწყების ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონაცემები უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში და კომპენსაციების გაცემა მალე დაიწყება.

"კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეწარმეებს, იმათ, ვისაც შეეხო 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები, რომ ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, სადაც არის შესაბამისი ფორმა. სადაც უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, ასევე მისი პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიში, რომლის შემდეგაც ჩვენ გადავაგზავნით ამ ინფორმაციას ჯანმრთელობის სამინისტროში და იქიდან მოხდება კომპენსაციების გაცემა. ეს პროცესი გაგრძელდება 24 დეკემბრამდე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები