17 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
მოლაპარაკების საუკეთესო ინტერესში ინფორმაციის გაჟონვები არ შედის - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟოვნა მოლაპარაკების საუკეთესო ინტერესში არ შედის.

თინა ბოკუჩავას თქმით, მისთვის გაუგებარია "ქართული ოცნების" ტონი, რადგან სხვა რაუნდების დროს, მისი განმარტებით, სწორედ ხელისუფლებამ გამოიტანა ინფორმაცია.

"ნამდვილად ვერ გეტყვით როგორ მოხდა გარკვეული დოკუმენტის, მე მის ნამდვილობას ნამდვილად ვერ დავადასტურებ, ცირკულირება. ჩვენი დათქმა იყო ის, რომ მოლაპარაკება არის კონფიდენციალური, მანამ სანამ არ თანხმდებიან მხარეები. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების საუკეთესო ინტერესში ამგვარი ინფორმაციების გაჟონვები არ შედის, თუმცა ეს ფაქტი, რაც მოხდა, უნდა გადავლახოთ. მე ძალიან ცუდად მენიშნა "ქართული ოცნების" მხრიდან მენტორული ტონით საუბარი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სხვა რაუნდების დროს ჩვენ ვნახეთ მათ მოლაპარაკებიდან გამოჰქონდათ ინფორმაცია, მას ამახინჯებდნენ და შემდეგ ამ დამახინჯებულ, ცრუ ინფორმაციას იყენებდნენ ოპოზიციის დამუნათების მიზნით. " - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ცნობისთვის,  აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

 

დღის ამბები