პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკების მესამე რაუნდის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს.
ლევან იოსელიანის აზრით, ის რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის უკვე 5 საათზე მეტია გრძელდება, ეს იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ გარკვეულ საკთხზე დიალოგი შედგა
"ის, რომ მოლაპარაკებები ამდენი ხანია მიმდინარეობს, ესე იგი არსებობს რაღაც, რაზეც საუბრობენ და ჩანს რომ რეალურად, დიალოგი შედგა. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევში არ ვიცი, ვარაუდის დონეზე ვსაუბრობ. სხვა შემთხვევაში, ეს ამბავი უცბად დამთავრდებოდა, რაღაც წითელი ხაზები რომ დაედგინათ ერთმანეთისთვის, დამთავრდებოდა და გაეყრებოდნენ მოლაპარაკების მაგიდას. რაც უფრო დიდხანს გაგძრელდება მოლაპარაკებები, მე მგონია, უფრო შედეგიანი იქნება საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ, სხვა გამოსავალი, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ამ სიტუაციაში არ არსებობს. რადგანაც ვსხედვართ მოლაპარაკების მაგიდასთან, რაღაცაზეც უნდა შევთანხმდეთ და მთელი პასუხისმგებლობა მგონია, რომ მაინც არის ხელისუფლების მხარეს, რომელსაც შეუძლია წავიდეს იმ ტიპის დათმობებზე, რომელიც ოპოზიციას გაუხსნის ხელ-ფეხს, რომ მოაწეროს ხელი კონკრეტულ შეთანხმებას,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.