17 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, თუმცა განსხვავებები რჩება - ბადრი ჯაფარიძე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო იყო. თუმცა, ამბობს, რომ მხარეებს შორის ამ დრომდე არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები. 

"დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, განსხვავებები რჩება, მაგრამ სასარგებლო შეხვედრა. ვფიქრობ, რომ ეს დრო ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენეთ, თუმცა განსხვავებები რჩება მნიშვნელოვანი.

ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ რა საუბრები გვქონდა შიგნით მოლაპარაკების დროს, რომ ეს გამოვიტანოთ დეტალურად გარეთ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით შეთანხმება არ გვაქვს,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები