17 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
რაღაც პატარა კვირტები თითქოსდა გამოისახა - შალვა ნათელაშვილი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მესამე რაუნდის დამთავრების შემდეგ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ არის გარკვეული პოზიტიური წინადადება საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების კუთხით. თუმცა, შალვა ნათელაშვილი ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის ძირითადი მიზანი ხელახალი არჩევნებია. 

მისივე თქმით, მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი შედგება, რადგან ასეთ რთულ საკითხზე შეთანხმება მარტივად ვერ მოხდება. 

"მესამე რაუნდის შემდგომ გველოდება მეოთხე რაუნდი. მოლაპარაკება ასეთ რთულ საკითხზე, როგორიცაა ახალი არჩევნები გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, რთულია. უცებ არ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, ჩვენ ეს გვესმის, თუმცა, ხალხის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გასწორდეს გამრუდებული ისტორია და ხალხს მიეცეს უფლება, ჰყავდეს პარლამენტის სახით ნამდვილი საკუთარი წარმომადგენლობა და არა ოლიგარქის კანტორა, ეს არის უზენაესი.

რაღაც პატარა კვირტები თითქოსდა გამოისახა, მაგრამ რაიმე ხელშესახები, ჯერჯერობით, არა. იმ ორგანოში შესვლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა საკუთარი ხელით, გამორიცხულია, ეს პარლამენტი არ შედგება, ეს არის მკვდრადშობილი ორგანო.

ბიძინა ივანიშვილის მიზანია, როგორმე საკუთარი თავი გადაირჩინოს, ეს პარლამენტი შეინარჩუნოს და სხვა საკითხებზე მაქსიმალურად წამოვა დათმობებზე. ძალიან გთხოვთ ნუ დამარღვევინებთ საერთაშორისო ეტიკეტს. ელჩებთან შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით, იმისათვის, რომ შედეგები მალე მივიღოთ, დეტალებზე არ ვისაუბრებთ.

თითქოს უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის სახით, მაგრამ ჩვენ ეს კი არა, პარლამენტის ახალი არჩევნები გვინდა. შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი. ჩემი ამოცანა და მიზანია, რომ არავითარი ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოში არ არსებობდეს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ იშლება, ამ დონემდე უნდა მივიდეთ,"-განაცხადა მან.

დღის ამბები