"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გარკვეულ თემებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, თუმცა, ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარეთა პოზიცია უცვლელია.
მისი თქმით, მესამე რაუნდზე განხილულ საკითხებზე ოპოზიციას შიდა განხილვა ექნება.
"ნამდვილად საქმიანი და პოზიტიური იყო დღევანდელი შეხვედრა, ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის საკითხები, რომლებზეც ხდება პოზიციების დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლებას შორის. დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. ცხადია, საუბარი არის რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრებზე და სხვა,"-განაცხადა მან.