"გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ჟურნალისტების კითხვებს "გირჩის" სავარაუდო დაშლასთან დაკავშირებით პასუხობს, რომ "გირჩი" კი არ დაიშალა, არამედ გაიშალა. მისი თქმით, ბევრი "გირჩი" იქნება.
"2008-ში ოპოზიცია რომ დაიშალა, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ოპოზიცია კი არ დაიშალაო, გაიშალაო. ჩათვალეთ, რომ "გირჩი" კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი "გირჩი" იქნება," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.