17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შემდეგი შეხვედრა ხვალ გაიმართება, იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა - დავით ბაქრაძე 

საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შემდეგი შეხვედრა ხვალ გაიმართება. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან მოლაპარაკების მესამე რაუნდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხდა.

"იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა. ამიტომ, გაგრძელდება პროცესი, ხვალ იქნება შემდეგი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ხვალის შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება დეტალები გავაცნოთ საზოგადოებას,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე. 

დღის ამბები