17 ნოემბერი 2024,   15:02
ვრცლად
ჩვენი კომპრომისული ნაბიჯი იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, პლებისციტის თემა - გიორგი ვაშაძე 

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზა გამოჩნდა. 

"ჩვენი კომპრომისული ნაბიჯი იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, პლებისციტის თემა იყო განხილული. დეტალებში ვერ შევდივარ, თუმცა, შემდგომ შეხვედრამდე გვაქვს დრო და ადამიანებს ტვინი გვაქვს იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ჩიხიდან, რომელ ჩიხშიც ვიმყოფებით. რომელმა ჩიხმაც აჩვენა გარკვეული სინათლე დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე.

მე ვფიქრობ, რომ ასეთი პრეცედენტიც კი არ არის, რომ ამდენი საათის მანძილზე ოპოზიციის და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთ ოთახში მსხდარიყვნენ და ასე საქმიანად ესაუბრათ სხვადასხვა საკითხებზე და მე დავინახე, რომ ყველა მხარე, ზედმეტ რიტორიკასაც კი ერიდებოდა ამ საუბარში, რომ ხელი არ შეეშალა საქმიანი სამუშაო პროცესისთვის. ამით, ჩვენ, ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პარტია ვართ ოპოზიციის მხრიდან, ვაჩვენეთ ის, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა ძლიერი საქართველო და ძლიერი ფუნდამენტი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არ იყოს მუდმივად ეს ჩიხური სიტუაცია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები