"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, დღეს ოპოზიციის მიერ წარდგენილი დოკუმენტი გასაჯაროვდება, რომელიც ხელისუფლებას მოლაპარაკებების დროს წარუდგინეს.
როგორც ბოკერია ამბობს, დოკუმენტის გასაჯაროება კითხვის ნიშნებს მოხსნის.
"ჩვენი აზრით, ჩემი აზრით პერსონალურად, "ევროპული საქართველოს" და ჩვენი პარტნიორების აზრითაც, მედიატორების თხოვნით არ გასაჯაროვებამ დოკუმენტის, მისცა საშუალება ივანიშვილის პროპაგანდას, რომ შემოეტანა ჩემი აზრით არაჯანსაღი ატმოსფერო. ამიტომ ძალიან მყარი პოზიციაა, რომ დღეს გასაჯაროვდება ყველა ის წინადადება ოფიციალურად, რაც იყო ოპოზიციის შეთავაზება, რა არის პასუხი "ოცნების". ჩემი აზრით, ეს დეტალები იმ კითხვის ნიშნებსაც მოხსნის, რაც აქამდე იყო," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.