17 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ნაბულინგარი სახე ამ პერიოდში არც ერთ ოპოზიციურ ლიდერს არ ჰქონდა - გიგი წერეთელი

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგი წერეთელი "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ არც ერთ ოპოზიციონერ ლიდერზე ბულინგი არ განხორციელებულა. მისი თქმით, ყველა ამბობდა, რომ ერთიანია და ასეთ პარლამენტში შესვლას არ გეგმავდნენ.  

"პრინციპში, ზეწოლა, რა თქმა უნდა, იქნება ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ მას ამის ყველანაირი ინსტრუმენტი გააჩნია, დაწყებული ფინანსურით და დასრულებული ადმინისტრაციულით და სურვილიც, რომ არ იყოს ერთპარტიული პარლამენტი და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ იქ რამდენიმე წარმომადგენელი მაინც იყოს. ნაბულინგარი სახე ამ პერიოდში, არც ერთ ოპოზიციურ ლიდერს არ ჰქონდა, პირიქით, ყველა ამბობდა, რომ ერთიანია, არავინ არ შედის ასეთ პარლამენტში, რომელსაც თვითონ გამოუცხადეს უნდობლობა და ითქვა, რომ ეს არის გაყალბებული და ა.შ. რისი უამრავი მტკიცებულებებიც არსებობდა.“ - ამბობს გიგი წერეთელი.

გიგი წერეთელი გიორგი ვაშაძის იმ განცხადებასთან დაკავშირებითაც საუბრობს, სადაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ  ბულინგზე საუბრობს.

"ახლაც იყო მისი განცხადება, რომ ის არ აპირებს არსად შესვლას და არის ერთგული იმ მთავარი პრინციპის და იმ ძირითადი მოთხოვნის, რომელი უკავშირდება ახალ არჩევნებს.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

დღის ამბები