"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა, ჭუჭყიან ფანტაზიას უწოდებს. ამის შესახებ მან მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დაწყებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციასთან განაცხადა:
"ვიღაცები დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ მე შემაწმინდეს. ვიღაცების ბოდვაზე, უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ-შემოვრბივარ, ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თავის მხრივ ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს მმართველი პარტიაც. ფასილიტატორი ელჩები მხარეების პოზიციების დაახლოებას და კონსენსუსის მიღწევას ცდილობენ.