17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ეჭვი პარლამენტში შესვლაზე პარტიის წევრის, პაატა მანჯგალაძის ფეისბუკ კომენტარმა გააჩინა და არა გიორგი ვაშაძის - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ არც "სტრატეგია აღმაშენებელი" და არც მისი პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. თაკო ჩარკვიანი განმარტებით, ეს ეჭვი პარტიის წევრის სოციალურ ქსელში დაწერილმა პოსტმა გააჩინა.

"ეს ეჭვი ჩვენი პარტიის წევრის, პაატა მანჯგალაძის "ფეისბუქ" კომენტარმა გააჩინა და არა გიორგი ვაშაძის კომენტარმა. გიორგი ვაშაძე ყველა განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ რომ პარლამენტში შესვლსაზე არ არის საუბარი. პაატას კომენტარი იყო ჩემთვისაც მიუღებელი, მაგრამ მთავარია, რომ მისი აზრი, უმცირესობაშია ჩვენთან, "სტრატეგია აღმაშენებელში,"- განაცხადა "დღის კურიერში" თაკო ჩარკვიანმა. 

თაკო ჩარვიანი ირწმუნება, რომ ხელისუფლების დანაშაულის თანამონაწილე არ გახდება.

"ოპოზიციას პროკურატურაში შეტანილი აქვს სარჩელი, სისხლის სამართლის დანაშაულია, თუკი გაყალბებაზეა საუბარი. ოპოზიცია შეთახმდა, რომ არჩევნები არის გაყალბებული და თუ დანაშაულში შეყვება ვინმე "ქართულ ოცნებას" დანაშაულის თანამონაწილე იქნება,"-დასძინა "დღის კურიერში" თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები