პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობ" არ შევა პარლამენტში, ასეთ შემთხვევაში "გირჩის" საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აზრი არ აქვს.
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული საქმე იქ გასაკეთებელი, ამ საქმეს სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა, კონსტიტუციის შეცვლას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც სჭირდება "ნაციონალური მოძრაობა." შესაბამისად, თუ "ნაციონალური მოძრაობა" იქ არ შედის და იქ არ გროვდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაბამისად, იქ "გირჩს" არაფერი არ ესაქმება.“ - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ „გირჩის ჯგუფში“, სადაც 15 ათასამდე მხარდამჭერია გაერთიანებული, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განიხილავენ საკითხს, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.