"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ბოიკოტის რეჟიმს საპარლამენტო მანდატებით გააგრძელებს.
ამის შესახებ ბარამიძემ "დღის კურიერში" განაცხადა.
ბარამიძის შეფასებით, ოპოზიციის ის წევრები, ვინც ამ ვითარებაში პარლამენტში შევლენ, ქართველი ხალხის ნების მოღალატეები იქნებიან.
"ძალიან შემაშფოთა, მე არ მინდა გვარებით და სახელების დასახელება, იმიტომ რომ არავის არ მინდა უსამართლოდ ვაწყენინო და ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვინც არ გატყდება და არ გაიყიდება, უბრალოდ ასეთი რაღაცეები ითქვა და რამდენად სწორი არის არ ვიცი და თვითონვე დააზუსტებენ, რომ ჩვენ ვაპირებთ ვაპირებთ, რომ არ განვაცხადოთ პარლამენტში წევრობის უარი, რომ არ მოვხსნათ სია პარტიული და დავრჩებით ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტის წევრები, ანუ ფაქტიურად შევლენ პარლამენტში, უბრალოდ ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან. ამაზე ბევრად უფრო პატიოსანი პოზიცია იქნება პირდაპირ თუ გამოვლენ და იტყვიან, რომ შევდივართ "ქართულ ოცნებაში", რომ თვალები აგვეხილა და ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მსხნელი, ნაცვლად იმისა რომ დამანგრეველი და მტერია. მე არ მინდა ეს ჭორები მართალი აღმოჩნდეს. 11-შია დანიშნული პარლამენტის სხდომა და ყველაფერი კარგად გამოჩნდება. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, თუ ვინმემ იკადრა და შევიდა, ქართველი ხალხის ნების მოღალატე იქნება," - განაცხადა ბარამიძემ.