ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში დასრულდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, წინ კიდევ ერთი შეხვედრა იქნება.
"კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება. ლეიბორისტული პარტიის პოზიცია შემიძლია გითხრათ, პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს. პარასკევს პარლამენტში უნდა იჯდეს მხოლოდ ქართული ოცნება," - განაცხადა ნათელაშვილმა