17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერა, არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მე ამას მაბრალებს, არის ტუტუცი - ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ  "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი დიდი სურვილის, დეტალებზე საუბარი კვლავ არ შეუძლია.

"ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, რომ ვილაპარაკო დეტალებზე. ერთი სული მაქვს, რომ ხალხს მოვუყვე რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ მე პირადად თანახმა და რაზე არა, ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს ლამის გვეხვეწნენ, არ თქვათ დეტალებიო. არანაირად არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მე ამას მაბრალებს, არის ტუტუცი,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები