17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით ხვალ კონსულტაცია გაიმართება.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ მეოთხე რაუნდზე მხარეებს შორის მოთხოვნების მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დაახლოება მოხდა.

"ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. ამაში ყველანი ვართ ერთიანი.

მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით, ეს საკითხებია საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრირების რეფორმირება. ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ შეთანხმებებს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩვენ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ, ვიდრე ქალბატონი ჟვანია გადადგება თუ არ გადადგება. 

დამატებით უნდა შევთანხმდეთ როდის იქნება მეხუთე რაუნდი, ხვალ უნდა შევთანხმდეთ," - განაცხადა ჯაფარიძემ. 

 

დღის ამბები