"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას დიდად პოზიტიური მოლოდინები არ აქვს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგებთან დაკავშირებით და შესაბამისად,, ფიქრობს, რომ პარლამენტი, რომელიც 11 დეკემბერს უნდა შეიკრიბოს ერთპარტიული იქნება. როგორ და რა ფორმატით დატოვებენ საპარლამენტო მანდატებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატები, ამაზე ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციაში იმსჯელებენ.
"იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება მთავარი მოთხოვნები რამდენი რაუნდიც არ უნდა გაიმართოს მოლაპარაკებების, რა თქმა უნდა, პარლამენტი იქნება ერთპარტიული. მე არ მაქვს დიდი პოზიტიური მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების კეთილგონიერების.
ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ პარლამენტს რომ შეგვიწყვიტოს უფლებამოსილება და არ გამოვიყენოთ მანდატები. ამას როგორ გავაკეთებთ, რა ფორმატი ექნება, ამას ჩვენ გადავწყვეტთ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ერთიანობა არსებობს, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.