პოლიტოლოგი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ არსებულ პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ნების იგნორირება ხდება.
ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, პოლიტიკური სპექტრი, რატომღაც ამომრჩევლებს დაშორდა.
"მთავარი ამ პროცესში გახლავთ ერთი რამ - მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის არც ის არის ხელისუფლება გადაუგრეხავს ოპოზიციას ხელს, თუ ოპოზიცია ხელისუფლებას. მთავარი ამ შემთხვევაში, არის ხალხის ინტერესი იყოს დაცული და სახელმწიფოს იმიჯი წარმოდგენილი სათანადოდ. რასაც ჩვენ ვუყურებთ, მძიმე სანახავია ამომრჩევლის თვალში. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამომრჩეველს ორივე მხრიდან ეპყრობიან, როგორც მესამე სამყაროს ქვეყნის მოქალაქეებს, მათ ვისაც არ აქვთ შესაბამისი აღქმის და შეფასების უნარი რას აკეთებს მათ მიერ ხმა მიცემული ხელისუფება თუ ოპოზიცია. ეს ძალიან მძიმე დასანახია.
ეს პროცესი თითქოს გასაგებია, რომ არის ქვეყნისთვის სასიცოცხლო და აუცილებელი - მრავალპარტიული პარლამენტი და დემოკრატია, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ბრძოლაში ჩაბმული პოლიტიკური სპექტრი სულ უფრო და უფრო შორდება მათ, ვისი სახელითაც ისინი ლაპარაკობენ," - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.