"გირჩის" ლიდერსა და საპარლამენტო სიის პირველი ნომერს დღეს "ღამის კურიერის" ეთერში განმარტების გაკეთება მოუწია, მისი პარტიის ერთი-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელთანაც ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკური თანამშრომლობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა.
ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება გულისხმობდა იმას, რომ ის პარლამენტში შევიდოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯს "ნაციონალური მოძრაობაც" გადადგამდა.
"ჩვენი გზები გაყოფილია, მე ცალკე ვმოძრაობ ახლა. ეს ვახტანგ მეგრელიშვილის პოზიციაა, რომელიც ასევე თვლის, რომ ის "გირჩია." ზუსტად თავს ვერ დავდებ, მაგრამ ალბათ გულისხმობდა იმას, რომ შესაძლებელია მოლაპარაკების მაგიდაზე "ქართულ ოცნებასთან" მიღწეული იყოს ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან დათმობას ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ალბათ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და "ნაციონალური მოძრაობა" შევა და საკონსტიტუციო ცვლილებებს განახორციელებენ ერთად," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.