"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების და ლიდერების ინტერესში იყოს ის, რომ მოლაპარაკებები არ შედგეს და პროცესები პარლამენტს გარეთ გაგრძელდეს.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მსგავსი პოლიტიკური ძალა შეიძლება ენმ-იც იყოს.
"ჩემგან მგონია, რომ არასწორი იქნება ახლა საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა ამ მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს ასეთი დღის წესრიგი ჰქონდეს. მაგრამ ჩემი მხრიდან არასწორი იქნება მაგაზე საუბარი. ზოგადად ეტყობათ პარტიებს, ვინ რა მოტივებით მოძრაობს. არ გამოვრიცხავ რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების და ლიდერების ინტერესში იყოს ის, რომ მოლაპარაკებები არ შედგეს, არ დასრულდეს კონკრეტული პოლიტიკური შედეგით და პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს პარლამენტს გარეთ. "ნაციონალური მოძრაობაც" შეიძლება შეიძლება იყოს ეგეთი, "ნაციონალურ მოძრაობაში" შიგნით ადამიანები შეიძლება იყვნენ ეგეთი," - განაცხადა ჯაფარიძემ.