ოპოზიციური პარტიების ლიდერები კვლავ ხაზგასმით აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტში არ შედიან. მიზეზი კი "ქართული ოცნების" მიერ მათი ორი ძირითადი მოთხოვნის უგულებელყოფაა.
საუბარია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და იმ პირების ციხეებიდან გათავისუფლებაზე, რომელთაც ოპოზიცია პოლიტ-პატიმრებად მოიხსენიებს.