17 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
თბილისის ბიუჯეტი განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნება - კალაძის თქმით, 1.1 მილიარდიანი ბიუჯეტის მესამედი სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდება

თბილისის ბიუჯეტს, რომელიც წინასწარი ვერსიით 840 მილიონს შეადგენდა, 225 მილიონი დაემატება და უახლოეს დღეებში დოკუმენტი განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნება .

თბილისის მერის განცხადებით დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშაობა მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართული იყო როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე ფინანსთა მინისტრიც.  კახა კალაძემ გაწეული თანადგომისთვის გიორგი გახარიასა და ვანო მაჭავარიანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დაზუსტებული ბიუჯეტის ოდენობა 1.05 მილიარდ ლარს შეადგენს.

"უნდა აღვნიშნო ის რომ ამ თანხას იანვარში 50 მილიონი დაემატება და საბოლოოდ ბიუჯეტი იქნება, 1.1 მილიარდზე მეტი. ბიუჯეტის მესამედი მიმართული იქნება სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. ეს არის 350 მილიონ ლარზე მეტი, ასეთი თანხა არ ყოფილა არასდროს ამ მიმართულებით გამოყოფილი," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები