რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე რჩება. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
კობა გვენეტაძემ ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლებელია, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდოს.