17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მიერ მანდატების განულების ხელმოწერას არ დაესწრება

სად იქნება ზურაბ ჯაფარიძე ხვალ, როდესაც პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება - "გირჩის" ლიდერის თქმით, ის არც პარლამენტში და არც ოპოზიციის ღონისძიებაზე არ იქნება, სადაც მანდატების განულების შესახებ დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს.

"არა, მასეთ ღონისძიებებზე უკვე სამჯერ მაქვს ხელი მოწერილი. მესმის, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ მე რა პროცედურებიც არის გასავლელი იმისათვის, რომ ბოიკოტის რეჟიმი შევინარჩუნო და პარლამენტში არ შევიდე, ყველა პროცედურას გავივლი ჩემით. თვითონ იმ ცერემონიალზე არ ვიქნები," - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა.

"უბრალოდ არ მიყვარს ასეთი ცერემონიები, 3-ჯერ მოვაწერე უკვე რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ და არ მგონია კიდევ ვინმესთვის რამე მქონდეს დასამტკიცებელი, რომ ჩემი სიტყვის ერთგული ვარ, რაც მაქვს ნათქვამი იმას დავიცავ," -აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, მან ასევე არ იცის რას აპირებენ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონია.

დღის ამბები