17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
ის, რასაც ჩვენ ვისმენთ საჯარო განცხადებებით ლიდერებისგან არის სხვა და სხვა რამეა, რაც ხდება მოლაპარაკების მაგიდაზე  - ზურაბ ჯაფარიძე 

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” დამფუძნებელი, მმართველი საბჭოს წევრი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიტიკური ლიდერებსა და პარტიის წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც მოლაპარაკების ჩაშლის სურვილი აქვთ. 

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ არიან ადამიანები, რომელთა დღის წესრიგიც არის პროცესები ქუჩაში გაგრძელდეს, მიზანი კი ვადამდელი არჩევნების უფრო დროულად მიღწევის სურვილია. 

"არსებობენ პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური პარტიების შიგნით ხალხი, რომელსაც შეიძლება ესეთი დღის წესრიგი ჰქონდეთ. ეგეთი ხალხი "ნაციონალურ მოძრაობაშიც" არიან, ჩემი აზრით. ეგეთი არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, ხედვა, რომ მათი გადმოსახედიდან რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ პოლიტიკური პროცესები პარლამენტში არ იქნება, იქნება ქუჩაში და საბოლოო ჯამში, ქუჩიდან უფრო მიღწევადია ვადამდელი არჩევნები, რაც არის გამოსავალი ამ კრიზისიდან, ვიდრე პარლამენტიდან. ეგეთი ხედვა აქვთ ადამიანებს.

მოლაპარაკების მაგიდაზე ასე არ ჩანს, მოლაპარაკების მაგიდაზე ზოგადად ატმოსფეროა, ის რასაც ჩვენ ვისმენთ საჯარო განცხადებებით პოლიტიკური ლიდერებისგან, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მედიის საშუალებით, არის სხვა და სხვა რამეა ის, რაც ხდება მოლაპარაკების მაგიდაზე,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღის ამბები