"ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მმართველი გუნდის სპიკერად გადაიქცა.
მან ხაზი გაუსვა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან დათმობებზე მხოლოდ ალეკო ელისაშვილი საუბრობს.
"უცნაურია, მაგრამ ბოლო 2 დღეა, ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" სპიკერად გადაიქცა. გამოდის კობახიძე და რაღაცებს ლაპარაკობს, ამ დროს ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" სახელით ამბობს, რომ თითქოს დათმობებზე მიდიან. არ ვიცი, სად ნახა ალეკო ელისაშვილმა, რატომ არის, რომ მხოლოდ ის ხედავს ამ დათმობებს და ვერ დაინახა ვერცერთმა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ.
სადღაც, როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილს სხვა შეხვედრები აქვს "ქართულ ოცნებასთან" და "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ თავისი სურვილები და დათმობებიბი გაახმოვანოს ალეკო ელისაშვილმა. იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე სხვა რამეს ამბობს, ალეკო ელისაშვილი სხვა რამეს ამბობს - ასე აპირებს თურმე "ოცნებაო". ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბატონ ალეკო ელისაშვილს "ქართული ოცნების" სპიკერობა და "ქართულ ოცნებას" - ელისაშვილის სპიკერობა.
ელისაშვილმა მოახერხა და ორმაგი შეურაცხყოფ მიაყენა ოპოზიციურ პარტიებს. ერთი მხრივ, ამბობს, რომ მათ უნდათ პარლამენტში შესვლაო, და ამით ამბობს, რომ მათზე გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს; მეორე მხრივ - ბოკერიას და უგულავას გამო ვერ ბედავენ ამის თქმასო. ამით ოპოზიციურ პარტიებზე თქვა, რომ ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის, მეორე მხრივ კი ბოკერია-უგულავას გავლენის ქვეშ არიან და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების არც უნარი აქვთ და არც პოლიტიკური ნება,"-განაცხადა სერგო