17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
რაც შეიძლება მალე, აუცილებელია შეთანხმება - პაატა მანჯგალაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნება მარტო იქნება.

როგორც მანჯგალაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, მნიშვნელოვანია მოლაპარაკების გზით შეთანხმება მალე მოხდეს.

"ხვალინდელ დღეს "ქართული ოცნება" იქნება მარტო. ვერ შედგა მოლაპარაკება მხარეებს შორის, ეს არავის გამარჯვება არ არის. ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, იმიტომ "ქართულ ოცნებას" მძევლად ჰყავს საქართველო და ჩვენი ქვეყნის მომავალი აყვანილი, ამიტომ რაც შეიძლება მალე, აუცილებელია შეთანხმება და მოლაპარაკების გზით სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები