17 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

გიორგი ვაშაძის განაცხადებით, მისმა პოლიტიკურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთსულოვნად უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. განცხადება გიორგი ვაშაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა:

"ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ ბოიკოტს.

მეორე მხრივ, მოწადინებული ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

სიტუაცია ძალიან მძიმეა და ხვალ რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ, პირიქით, უზარმაზარი პრობლემა და ქართული დემოკრატიის მარცხი და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, "სტრატეგია აღმაშენებელს" 4 საპარლამენტო მანდატი აქვს. პროპორციული სიით პარლამენტში უნდა შესულიყვნენ გიორგი ვაშაძე, თამარ ჩარკვიანი, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია.

დღის ამბები