17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
"ლელო" საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

"ლელო საქართველოსთვის" საკუთარ საპარლამენტო სიას პარლამენტიდან ხვალვე გამოიწვევს. 

მანდატებზე უარის შესახებ საბოლოო და ოფიციალური გადაწყვეტილება პარტიამ ცოტა ხნის წინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.

"ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ თვე-ნახევრის განმავლობაში ვახმოვანებდით, გამოვიწვიოთ საპარლამენტო სია, მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ მანდატებზე, რომელიც გვაქვს. ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება საერთოდ ქვეყნისთვის, როცა ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის ცუდი დემოკრატიისთვის. თუმცა სხვა გამოსავალი, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეთ, სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელიც".

დღის ამბები