"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ მხოლოდ იმ ოპოზიციურ ძალებთან ექნება მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი, რომლებიც თავის საპარლამენტო სიებს არ გაანულებენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა:
"მე მგონია, რომ მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ იმ პოლიტიკურ პარტიებთან მხოლოდ, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკვე გაანულეს სიები და გაანულეს სადეპუტატო მანდატები და თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს, პირიქით ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არაა არც პარლამენტში და არც პოლიტიკაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.