ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ქართული და რუსული მხარეები - ევროპელ მედიატორებთან ერთად ხვალ ჟენევაში მოლაპარაკებების 51-ე რაუნდს გამართავენ.
ორ ქვეყანას შორის პრობლემები იგივეა, თუმცა ოკუპაციასთან ერთად უკვე გაჩნდა ანექსიის საკითხიც.
მოლაპარაკებების პრაქტიკულად ყოველ რაუნდზე ქართული მხარე შვეიცარიაში ახალი შემთხვევებით ჩადის, წელსაც, საქართველოს გატაცებული მოქალაქეები კვლავ საკვანძო თემა იქნება. თუმცა ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ახალი საკითხებიც დაგროვდა, რომლებიც ოკუპანტმა სახელმწიფომ და საოკუპაციო რეჟიმებმა დღის წესრიგში დააყენეს. რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, ბორდერიზაციას, გადაადგილების შეზღუდვასა და ადამიანის უფლებების დარღვევას ამჯერად ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსკოვის მიერ გაფორმებული სოციალურ-ეკონომიკური შეთანხმება და სამეკავშირეო სახელმწიფოს შექმნის იდეაც დაემატა - რაც საქართველოს მეგობრებმა უკვე დაასათაურეს როგორც ფაქტობრივი ანექსია.
დისკუსია 1 წლიანი პაუზის შემდეგ ახლდება, მას შემდეგ რაც ოქტომბერში პანდემიის მიზეზით მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მოსკოვმა ჩაშალა.