17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
ჟენევაში მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გრძელდება - მხარეები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მეორე და მთავარი დღე. საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, ასევე აშშ-ის მონაწილეობით კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ აქტუალურია ახლა რუსეთის მხრიდან უკვე ანექსიისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები. საუბარია ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში შეყვანაზე, რასაც მცოცავი ანექსია უკვე უწოდეს. შეხვედრაზე ქართული მხარე ამჯერადაც გაამახვილებს ყურადღებას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ გათავისუფლებას მოითხოვს.

დღის ამბები