საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს.
კენჭი უყარეს საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი.
საკითხს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც.