NATO-ს არ ჰყავს წევრები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პოლარიზაცია უმთავრესი პრობლემაა თავად საქართველოსთვის, მაგრამ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას სურს, იხილოს ამ პოლარიზაციის აღმოფხვრა.
"ახლა თქვენგან გავიგე, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი აირჩია. გუშინ ვფიქრობდი, ნეტავ, როგორც დასრულდა ეს სიტუაცია.
ვიცი, რომ აშშ და ევროკავშირი ძალიან აქტიურობდა საქართველოში. დიპლომატები ესაუბრებოდნენ ოპოზიციას და ასევე მთავრობას. NATO-ს სახელით საქართველოს ხელმძღვანელობას უკვე ვუთხარით, რომ ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არსებული პოლარიზაციის აღმოფხვრა.
ჩვენ NATO-ში არ გვყავს წევრები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული," – აცხადებს აპატურაი.