საქართველოს პარლამენტის წევრის გიროგი კახიანის განცხადებით, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს. კახიანის თქმით, მინისტრების დასახელება პრემიერის პრეროგატივაა.
"მთავრობის წევრების დასახელება, პრემიერის პრეროგატივაა. არაერთხელ განვაცხადეთ, ვინ იქნებოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ოფიციალურად მისი დასახელება იმ პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება, რომელიც რომელიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში. სავარაუდოდ ეს უკვე მომდევნო კვირაში მოხდება, როდესაც ჩვენ დავიწყებთ მთავრობის დაკომპლექტების პროცედურას. წარმოდგენილი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობა, როცა შემადგენლობის კონკრეტული წევრები დასახელდებიან, პარლამენტი იმსჯელებს მათ დამტკიცებაზე,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" გიორგი კახიანი.