ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, ვინც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი გადალახა, საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. ახლა დარჩენილია მიმართვა პარლამენტისთვის, რომ უფლებამოსილება შეუწყდეთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც უარს ამბობენ საქმიანობის გაგრძელებაზე.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს, რაც შეიძლება სწრაფად მიმართონ პარლამენტს ამგვარი განცხადებით.
"როდესაც შემოვა "ნაციონალური მოძრაობის" კონკრეტული დეპუტატების მხრიდან განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს განცხადება, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილდება. ასევე, მოვუწოდებ მათ, ნუ გაახანგძლივებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების შემოტანას, დროზე შემოიტანონ ეს განცხადება "ნაციონალებმა" საქართველოს პარლამენტში, ნუ თამაშობენ,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.