17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა ოპოზიციის ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს - არჩილ თალაკვაძე

მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და 2 მილიონამდე მოქალაქის არჩევანის ეჭვქვეშ დაყენების უფლება არავის აქვს.

"საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი.

2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკებების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

"ქართულმა ოცნებამ " საპარლამენტო მანდატები გადაინაწილა. მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველივე შეკრებაზე დაკომპლექტდა. თავმჯდომარე ისევ არჩილ თალაკვაძე იქნება. მის მოადგილეებად დაინიშნენ გია ვოლსკი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.

დღის ამბები