საქართველოს პარლამენტის წევრები, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს შედგა მეათე მოწვევის პირველი სხდომა. ავირჩიეთ თანამდებობის პირები და ეს არის ძალიან კარგი სასტარტო საფუძველი იმისა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა იმუშაოს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ზღვარი უნდა გაევლოს, რა ფორმატსაც შემოგვთავაზებენ ფასილიტატორები, იმ ფორმატში დავსხდებით და ეს ნიშნავს იმას, რომ ღირს საუბარი, რასაც გვთავაზობენ ფასილიტატორები,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
"შემობრძანდნენ საქართველოს პარლამენტში, მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის შექმნაში, თავისი თვალით ნახონ, აღმოაჩინონ რაიმე დარღვევა, რომელიც თქმის საფუძველს შეუქმნის, რომ 1 პროცენტიანი გადაცდომა იყო "ქართული ოცნების" სასარგებლოდ და ვნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს. როდესაც ამაზე უარს ამბობს პოლიტიკური პარტია, ის განწირულია გაკოტრებისთვის,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.