17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
გაბრაზებული ხალხის გამოსვლის მომხრე "ევროპული საქართველოა" - ლევან იოსელიანი

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის მოლაპარაკების მიღწევაა და არა რევოლუციური სცენარი.

ლევან იოსელიანი უარყოფს, რომ ოპოზიციაში ასეთი სცენარის განხილვა ხდება, თუმცა აცხადებს რომ "ევროპული საქართველო" სწორედ ასეთი განვითარების მომხრეა. 

"ჩვენ დავინახეთ საფრთხე, რომ ვიღაცამ ეს პროცესი თუ არ დაიცვა და თავის თავზე თუ არ აიღო თუნდაც ამხელა ტალახის ფასად, რომ მოლაპარაკების და შეთანხმების შესაძლებლობა გადაარჩინოს, მაშინ ყველაფერი შევიდოდა ჩიხში. მე ამ ქვეყნისთვის სხვა, უფრო უკეთეს გამოსავალს ვერ ვხედავ.

მეორე გამოსავალი არის, რომ დაველოდოთ გაზაფხულზე არეულობას. როგორც ამბობენ ხოლმე, რომ გაზაფხულზე გამოვა გაბრაზებული ხალხი და რამეს მოაწყობს, ეს ჩემთვის არის პრინციპულად მიუღებელი. როდესაც ასეთი სცენარის შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით მთელი ჩვენი არსებით, რადგან ეს ქვეყანა არ გვემეტება ამისთვის. 

რევოლუციური სცენარის განხილვა არ ხდება, მაგრამ იმ პროცესს, რომელიც არ სრულდება მოლაპარაკებით და როცა ვსვამთ კითხვას, რითი სრულდება - ლოგიკური პასუხი მოსდევს - გაბრაზებული ხალხის გამოსვლით. ასეთი პასუხი მოდის ბევრი ლიდერისგან და, პირველ რიგში, იმ ხალხისგან, ვინც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს ვგულისხმობ. კი, მათ ვგულისხმობ მხოლოდ, რადგან "ნაციონალური მოძრაობაც" კი არ არის ამის მომხრე,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები