17 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
ორად გაყოფილი ოპოზიცია - მორიგ სამ საპროტესტო მემორანდუმზე ბარიერგადალახული და პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიებიდან მხოლოდ 5 შეთანხმდა 

სესიის პარალელურად ოპოზიცია კვლავ ახალი მემორანდუმის ხელმოწერით იყო დაკავებული. ქუჩაში ნებით დარჩენილებმა ამჯერად 3 დოკუმენტი გააფორმეს. სამივე დოკუმენტზე სხვადასხვა რაოდენობის ხელმოწერებია. მთავარი დოკუმენტია სიების ჩახსნა, რომელსაც მხოლოდ 5 სუბიექტი აწერს ხელს. მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან შეკრებილმა 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში დღეს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმყოფებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის, გარდა. გამომსვლელები აქცენტს ოპოზიციის ერთიანობაზე აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ მათ დღეს სიმბოლური აქტით კიდევ ერთხელ უთხრეს უარი "ქართულ ოცნებას" პარლამენტში თანამშრომლობაზე.

ოპოზიციის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებზე არ არის "გირჩის" არც ერთი ფრთის წარმომადგენლის ხელმოწერა. ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე დიალოგის პარალელურად მემორანდუმზე ხელმოწერა მიუღებელი აღმოჩნდა ალეკო ელისაშვილისთვის, ის ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების ჩაშლის საფრთხედ აღიქვამს.

დღის ამბები