აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ევროპარლამენტარები - ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ფართო შეთანხმების ჩაშლა ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური მოვლენაა.
ბრიუსელი ქართულ ბოიკოტში პრობლემას ხედავს. დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა საუბრობს საქართველოს ევროატლანტიკურ შანსებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც ამ პერსპექტივას პარლამენტის ბოიკოტით შეიძლება შეექმნას.
ეს კიდევ უფრო გაამყარა დღეს ჯეიმს აპატურაიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ნატოს არ ჰყავს წევრები, სადაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
"პოლიტიკური პროცესების ადგილი არის პარლამენტი და არა ქუჩა" - ასეთია ევროპელი პარტნიორების განცხადებების პათოსი.
ბრიუსელი ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და აცხადებს, რომ პარლამენტარი ვალდებულია დაიკავოს ხალხის მიერ მინიჭებული ადგილი.